მალხაზ ნაკაშიძე არის სამართლის დოქტორი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ევროკავშირის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. 2023-2024 აკადემიურ წელს ის არის ჟან მონეს მიწვეული მკვლევარი პროფესორი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტის (ფლორენცია, იტალია) რობერტ შუმანის წამყვანი კვლევების ცენტრში, სადაც ახორციელებს კვლევას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ევროინტეგრაციის საკითხებზე. 

მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესთა სფეროებია შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართალი. მალხაზ ნაკაშიძემ თავისი აკადემიური კარიერა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1999 წელს, როგორც სამართლის მიწვეულმა ლექტორმა (1999-2006), ხოლო შემდეგ გაიარა ყველა აკადემიური საფეხური, ეკავა ასისტენტ-პროფესორის (2006-2011) და ასოცირებული პროფესორის (2011-2021) აკადემიური თანამდებობები. 2020 წლიდან ევროკომისიის კონკურსში გამარჯვების შედეგად, ის გახდა ბსუ-ში პირველი ჟან მონეს კათედრის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი და ჟან მონეს პროფესორი ევროკავშირის კონსტიტუციურ სამართალში.  2023 წელს მალხაზ ნაკაშიძემ მეორეჯერ გაიმარჯვა ევროკომიიის კონკურსში და კვლავ მიენიჭა ჟან მონეს პროფესორის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმების შესახებ სასწავლო მოდულის განსახორციელებლად.

მალხაზ ნაკაშიძე დაიბადა ქედის რაიონში 1975 წლის 8 ოქტომბერს. 1992 წელს დაამთავრა დაბა ქედის დავით გურამიშვილის სახელობის საშუალო სკოლა. 1994-1999 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, სადაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2000-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. ქვეყანაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების და განათლების რეფორმის გამო, 2006-2010 წლებში ასევე სწავლობდა იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში (ხელმძღვანელი პროფ. ავთანდილ დემეტრაშვილი), სადაც 2010 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე თემაზე: „ხელისუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებანი მმართველობის ნახვერადსაპრეზიდენტო სისტემებში – (საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მაგალითზე)” და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2012 წელს როგორც ფონდ ღია საზოგადოების (OSF, Budapest) კონკურსში (CARTI) გამარჯვებული სტიპენდიანტი, პოსტ სადოქტორო კვლევის განსახორციელებლად იმყოფებოდა ირლანდიის რესპუბლიკაში, დუბლინის უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში, სადაც კვლევას ახორციელებდა ირლანდიის სამეფო სამეცნიერო აკადემიის წევრის, პროფესორ რობერტ ელჯის ხელმძღვანელობით. მისი პოსტ-სადოქტორო კვლევა “ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა საქართველოში” გამოქვეყნდა 2016 წელს დიდ ბრიტანეთში, გამომცემლობა Palgrave Macmillan-ის მიერ.

იხილეთ ბიოგრაფია სრულად

გლობალური როლი

ყოველწლიური ანგარიში

დეტალურად

კვლევითი ბლოგები

რეგულარული კომენტარი

დეტალურად

ICON-S საქართველო

დამფუძნებელი

დეტალურად

ჟან მონეს პროგრამა

ევროკავშირის სწავლება

დეტალურად

მალხაზ ნაკაშიძე, სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი

კვლევა, სწავლება, ღონისძიებები, კონსტიტუციონალიზმის და ევროკავშირის შესახებ

Scroll Up
www