აქტივიზმი და ევროინტეგრაციის კამპანიებში მონაწილეობა

2024 წლის 29 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული ლექტორები გაიფიცნენ. მათი თქმით, აცხადებენ პროტესტს და მიაჩნიათ, რომ „ახლა ქვეყნის ინტერესების დაცვის დროა! პროტესტის ერთ-ერთო ორგანიზატორი იყო ბსუ-ს პროფესორი, მალხაზ ნაკაშიძე. იხილეთ მონაწილეთა განახლებადი სია

საპროტესტო მარში “გააუქმე გაყალბებული არჩევნები”

2024 წლის 23 ნოემბერს, ქ. ბათუმში საპროტესტო მარში “გააუქმე გაყალბებული არჩევნები” გაიმართა. აქციაში სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები, სხვადასხვა პოლიტიკუტი პარტიების და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენნლები მონაწილეობდნენ.

საპრეოტესტო მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით გაიმართა. საპროტესტო მსვლელობის მთავარი მოთხოვნა იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებ. საპროტესტო აქც იაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ.

საპროტესტო აქცია ბსუ-ში   ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით

2024 წლის 14 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები შეიკრიბნენ და ახალი მოძრაობა – „გუშაგები“ დააფუძნეს. სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ღამე უნივერესიტეტის შენობაში გაათენეს. ახალგაზრდების გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. სტუდენტების პროტესტს მხარდაჭერა გამოუცხადა ბსუ-ს პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმზღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ.

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვის მხარდაჭერა

ბსუ-ს სტუდენტთა ნაწილმა 2024 წლის 13 მაისს გაფიცვა გამოაცხადა. ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აუდიტორიებში არ გამოცხადდებოდნენ რუსეული კანონის მიღების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ამ ფორმით ახალგაზრდები დედაქალაქში გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებდნენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებდა.

ახალგაზრდების გაფიცვის გადაწყვეტილებას ბსუ-დან პირველი მალევე მალხაზ ნაკაშიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს.

აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ – 2024 წელი

მალხაზ ნაკაშიძე აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მიერ ევროინტეგრაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში და სამოქალაქო კამპანიებში. საპროტექტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქალაქ ბათუმში გაიმართა 2024 წლის აპრილ-მაისში, რომელშიც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ქალაქის მოსახლების დიდი ნაწილი მონაწილეობდა.

საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის მაისში მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

სამართლის პროფესორების და პრაქტიკოს იურისტთა წერილი

2024 წლის 12 მაისს გავრცელდა სამართლის პროფესორების, ლექტორების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსი იურისტების მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, რასაც ხელს აწერდა 500-მდე იურისტი, მათ შორის მალხაზ ნაკაშიძე. ტექსტში აღნიშნული იყო: საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი აქტი ან მოქმედება, რომელიც გვაშორებს ამ მიზანს, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, დავამკვიდროთ დემოკრატიული წესწყობილება, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლების წყაროა ხალხი, ხელისუფლება კი იზღუდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებით. იხილეთ წერილი სრულად

ევროპის დღე და პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ

2024 წლის 9 მაისს, ბსუ-ში, ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ორგანიზებით, ევროპის დღე აღინიშნა. ღონისძიებაში ბსუ-ს სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა ისაუბრეს ევროპული ღირებულებების, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე პარლამენტში ინიცირებული კანონის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ევროკავშირის სამართალს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

9 მაისი 2024 – ევროპის დღე და საფრთხე გაცვლითი პროგრამებისთვის

„რუსული კანონი“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ევროკავშირის სამართალს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. სამწუხაროდ, დღეს ბსუ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს თანამშრომლობა 200-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან, და პროფესორების უმრავლესობა, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ ევროპაში, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ამ კანონის წინააღმდეგ“.

ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს + პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში.იხილეთ სრულად

ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს – 9 აპრილი 2024

კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას. ამ კანონის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ცალკეული თავისუფალი პირების კონტროლი.

იხილეთ მოსაზრება სრულად

აქცია ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მნიჭების დღეს

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანიდატის სტატუსი მიენიჭა.

2023 წლის 14 დეკემბერს, ქალაქ ბრიუსელში მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად სპეციალურად შეკერილი დროშა გაშალეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “პრომოუთ ჯორჯიამ” დაამზადა.

უნივერსიტეტების პროფესორთა წერილი ევროკავშირს და პასუხი

2023 წლის 8 მაისს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორთა ხელმოწერით გაიგზავნა ღია წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ქალბატონ რობერტა მეცოლას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბატონ შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე. 

ღია წერილში პროფესორ-მასწავლებელები ევროკავშირს თხოვდნენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. წერილის ერთ-ერთი ინიციატორი და ბსუ-დან ხელმომწერია ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. 

2023 წლის 10 ივლისს, გაგზავნილი წერილის პასუხად, პროფესორ-მასწავლებლებმა ევროკომისიისგან მიიღეს წერილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ – 2023 წელი

მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და სამოქალაქო კამპანიებში 2023 წლის მარტში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავდა კანონპროექტის მიღებას, რომლის მსგავსი კანონი მიღებულ იქნა რუსეთში, რის შედეგადაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია  და მედია „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, ხოლო შემდეგ კი სრულად აკრძალეს. 

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებდნენ და ხელისუფლებას კანონის მირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ  აშშ, ევროკავშირი, ევროპის საბჭო და სხვა პარტნიორები

საპროტესტო აქციების შედეგად საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ უარი თქვა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე. 

შეხვედრა ბსუ-ში რუსული კანონის შესახებ
 
2023 წლის 7 მარტს, ბსუ-ში გაიმართა შეხვედრა “რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი“. შეხვედრის პირველ ნაწილში მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა კანონპროექტის შესახებ.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავროპბო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები. იხილეთ სრულად

პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა რუსული კანონის წინააღმდეგ

2023 წლის 6 მარტს, საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორმასწავლებელმა და მეცნიერთანამშრომელმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განცხადებას მხოლოდ რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელი, მათ შორის მალხაზ ნაკაშიძე შეუერთდა. 

წერილი ევროკავშირს და ჯოზეფ ბორელის პასუხი

ორმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2022 წლის 8 მარტს ევროპულ სტრუქტურებს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თხოვნის წერილი გაუგზავნა. გაგზავნილ წერილს ხელი მოაწერა ყველა ყოფილი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა, მოქმედის გარდა. წერილს ხელს აწერდა მალხაზ ნაკაშიძე, როგორც ექსპერტი და ყოფილი საჯარო მოხელე. მიმართვაში საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მხარდაჭერა და სურვილი გამოხატა საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელმა. 

ხელმომწერებმა მიმართვაში ერთხმად გამოხატეს სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. 

დაახლოებით ერთთვიანი განხილვის შემდეგ, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ და „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ ევროკავშირისგან პასუხი მიიღეს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.

განცხადება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავად

2023 წლის 3 მარტს გავრცელდა  ICON•S საქართველოს (მალხაზ ნაკაშიძე, თანათავმჯდომარე)  განცხადება პარლამენტში ინიცირებული, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შემაფერხებელი კანონპროექტების შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო: საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობის – ICON•S საქართველოს სახელით, გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტების საკანონმდებლო ინიციატივების  თაობაზე და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს მხარი არ დაუჭირონ მათ. იხილეთ ტექსტი სრულად

Scroll Up
www